რეზონანსი
24.03.2017

 საქალაქო სასამართლომ ჟურნალიტს ეკა მიშველაძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილა. მოსამართლის ასმათ კოხრეიძის გადაწყვეტილებით, ბათილად არის ცნობილი სსმ-ის ყოფილი დირექტორის გიორგი ბარათაშვილის 2016 წლის 11 თებერვლის ბრძანება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკა მიშველაძისთვის კომპენსაციის სახით 30 ათასი ლარის, ხოლო ბიუჯეტის სასარგებლოდ - სახელმწიფო ბაჟის 900 ლარის გადახდა დაეკისრა.

ჟურნალისტი ეკა მიშველაძე „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" 2016 წლის თებერვალში გაათავისუფლეს, რის შემდგომაც, ჟურნალისტმა სასამართლოს მიმართა.

მაუწყებლის იურისტის თქმით, მოსარჩელეს არ გააჩნდა არგუმენტები, რომ მისი გათავისუფლება კანონის ფარგლებში არ მომხდარა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×