რეზონანსი
24.03.2017

 საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში პარლამენტის თავჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა, რომ მარგველაშვილის განცხადებების გამო, საკონსტიტუციო კომისიამ შეიძლება პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის, მომავალი წლიდან შემოღებაზე იფიქროს.

„მე ვფიქრობ, კონსტიტუციური პროცესისთვის ადეკვატური განცხადება არ არის ეს. თუ მე კარგ განცხადებას გავაკეთებ, ერთი ტიპის კონსტიტუცია ექნება ქვეყანას. თუ განცხადება არ მოეწონებათ - მეორე ტიპის კონსტიტუცია, თუ საერთოდ გავჩუმდები, შეიძლება მესამე ტიპის კონსტიტუცია ჰქონდეს - ეს მისაღებია?! ჩემთვის არა, თქვენთვის, ქართული საზოგადოებისთვის მისაღებია, რომ კონსტიტუციის მოდელი იმის მიხედვით იცვლებოდეს, როგორ განცხადებას გავაკეთებ მე?!", - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×