რეზონანსი
24.03.2017

 საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარდავას განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე მეუფე იაკობი, მეუფე თეოდორე (ჭუაძე) და მამა მიქაელ ბოტკოველი არიან დაკითხულები.

„თუ არ ვცდები დაკითხული უნდა იყოს მეუფე იაკობი, ასევე მამა მიქაელ ბოტკოველი, მეუფე თეოდორე (ჭუაძე). ეკლესია თანამშრომლობს გამოძიებასთან. არ გვაქვს საფუძველი, ეჭვი შევიტანოთ გამოძიებაში და იმ მტკიცებულებებში, რომელიც გავრცელდა", - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

საპატრიარქოს იურისტის თქმით, დეკანოზის ადვოკატების მოთხოვნა, წმინდა სინოდის წევრების წინასწარი გამოძიების მსვლელობისას გამოკითხვის თაობაზე, იმ შავ პიარს ემსახურებოდა, რომელიც ეკლესიის მიმართაა აგორებული.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×