უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის ანტონ გერაშენკოს განცხადებით, რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატის, დენის ვორონენკოვის მკვლელი, უკრაინის მოქალაქე პაველ პარშოვია.
„დენის ვორონენკოვის მკვლელი უკრაინის მოქალაქე პაველ პარშოვია, რომელიც 1988 წელს ქალაქ სევასტოპოლში დაიბადა", -განაცხადა გერაშენკომ.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატის, დენის ვორონენკოვის მკვლელი მიღებული ჭრილობების შედეგად, საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.
გერაშენკომ ასევე დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ვორონენკოვის მკვლელი ერთი წლის განმავლობაში ეროვნულ გვარდიაში მსახურობდა, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია და ეროვნული გვარდიის რიგები 2016 წლის აგვისტოში დატოვა.