საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გორში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ქვეყანაში არსებულ პრობლემებსა და რეორგანიზაციაზე ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, ის მაქსიმალურად ცდილობს, რომ სიტყვა არ გაექცეს, იყოს ზრდილობიანი, დისკუსიებით არ დაღალოს ხალხი და მათ წინაშე არსებული პრობლემები გადაწყდეს.
"მაგრამ, როდესაც პრობლემას ვერ წყვეტ, როდესაც ვერ დაქოქე ეკონომიკა, როდესაც ახალი პროექტი ვერ შემოიტანე, ის პრობლემები, რასაც თქვენ ამბობთ, ეს ხომ მეც მეხება? ლაპარაკია იმაზე, რომ რეორგანიზაცია არის და შოკშია ყველა - ვის გაუშვებენ სამსახურიდან. ამ ფონზე, როდესაც ამ პრობლემებს ვერ წყვეტ, რა თქმა უნდა, კარგია პრეზიდენტს დააბრალო შპიონაჟი და ტერორიზმის ხელშეწყობა და ეს გახადო სამსჯელო თემა", - განაცხადა მარგველაშვილმა.