საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების შესახებ.
პროკურატურის განმარტებით, ინტენსიურად გრძელდება გამოძიება, დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, მათ შორის: ბიოლოგიური, ქიმიური, სამედიცინო, ტოქსიკოლოგიური, ჰაბიტოსკოპიური, ფონოსკოპიური და კომპიუტერული ექსპერტიზები, რომლებიც სირთულისა და დიდი მოცულობის გამო ამ ეტაპისათვის დასრულებული არ არის.
იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადა არ არის საკმარისი, საქართველოს პროკურატურის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეზე საგამოძიებო და შესაბამისად წინასასამართლო სხდომის გონივრული ვადით - ერთი თვით გაგრძელების თაობაზე.