რეზონანსი
24.03.2017

 ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რიმა ბერაძის განცხადებით, სულ 345 მოვაჭრეა, ვინც მერიისგან ერთჯერად დახმარებას მიიღებს. მისივე თქმით, ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა თავად წარმოადგინეს სიები, თუ ვის ეკუთვნის დახმარება.

ბერაძე აღნიშნავს, რომ 345 მოვაჭრიდან 97 თბილისში რეგისტრირებული არ არის, თუმცა მერიისგან ერთჯერად დახმარებას ეს პირებიც მიიღებენ.

რიმა ბერაძემ ასევე განაცხადა, რომ "ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეებიდან 50 პირს გამგეობებიდან სოციალური დახმარების სახით 1000-დან 1500 ლარამდე თანხა უკვე აღებული აქვთ, თუმცა ეს მათ ხელს არ შეუშლით ერთჯერადი დახმარება თბილისის მერიიდანაც მიიღონ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×