რეზონანსი
24.03.2017

 თბილისის მერია გარემოვაჭრეების პროტესტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გარემოვაჭრეებს , როგორც ადრე ახლაც მიეცემათ გაფრთხილება უკანონო საქმიანობის აღკვეთის თაობაზე.

მათივე განცხადებით, ბაზრობების ასოციაციასთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად, ასოციაცია გამოთქვამს მზადყოფნას დაუყოვნებლივ, შეღავათიანი პირობებით 6 თვის ვადით სავაჭრო ადგილი დაუთმოს თითოეულ მათგანს. ბაზრობების დირექცია მეწარმეებს ყველა პირობას შეუქმნის საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის.

„გარდა ზემოაღნიშნულისა, გვსურს მოვუწოდოთ ყველას, ნუ ეცდებიან თემით სპეკულირებას, ვინაიდან, გარდა იმისა, რომ უნებართვო გარევაჭრობა უკანონო საქმიანობაა, ეს ყველაფერი დაკავშირებულია სხვა სახის პრობლემებთანაც, მათ შორისაა: შეფერხება გადაადგილებისას, უსაფრთხოების ნორმების დაცვის ხელშეშლა, ანტისანიტარია, მალფუჭებადი პროდუქტის შენახვის პირობების დაუცველობა, გაურკვეველი წარმოების პროდუქციის გაყიდვა, ქალაქში არსებული ტურისტული ზონებისა და თბილისის იერსახის დამახინჯება,"-ნათქვამია განცხადებაში

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×