რეზონანსი
25.03.2017

 დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს. ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, მღვდელმთავრებთან ერთად სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, საღმრთო ლიტურგიას აღავლენს.

ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 457 წელს, ანტიოქიის ეკლესიისგან მიიღო. რუსეთის იმპერიამ ის 1811 წელს გააუქმა და მას შემდეგ ქართულ ეკლესიას, რუსეთის სინოდი ეგზარქოსებით მართავდა.

1917 წლის 25 მარტს ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია დაიბრუნა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ცნო, თუმცა ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აქტიური მონაწილეობით, მსოფლიო საპატრიარქომ 1990 წელს საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად ცნო.

გუშინ საქართველოს პარლამენტში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა,რომელზეც სიტყვით პატრიარქი, პრემიერმინისტრი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე გამოვიდნენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×