რეზონანსი
25.03.2017

 ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ, 34-ე სესიის ფარგლებში, რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან" მიიღო.

ეს არის პირველი რეზოლუცია, რომელიც გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ, საქართველოს საკითხზე მიიღო. ამის შესახებ განცხადებას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ადამიანის უფლებებზე პასუხისმგებელი გაერო-ს სპეციალური ორგანო, რეზოლუციით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში კიდევ ერთხელ ადასტურებს.

საგარეო უწყების განცხადებით, რეზოლუცია

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას ეხმაურება.

ხაზგასმულია ადამიანთა გატაცებების, უკანონო დაკავებების, საკუთრების უფლებაში ჩარევის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების, თავისუფალი გადაადგილებისა და ცხოვრების უფლების დარღვევის ფაქტები.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია რეზოლუციით კიდევ ერთხელ ადასტურებს,რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში პერიოდული საერთაშორისო მონიტორინგი აუცილებელია.

საქართველო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 2016 წლიდან შეუერთდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×