რეზონანსი
25.03.2017

 გარემოს დაცვის სამინისტრო „დედამიწის საათის" გამო, 20:30-21:30 საათამდე, ელექტროენერგიის სიმბოლურად გამორთვის ინიციატორია. დღეს „დედაენის ბაღში" სპეციალური გასართობი ღონისძიებები იგეგმება.

„დედამიწის საათი", როგორც სინათლის ერთი საათით გამორთვის სიმბოლური ღონისძიება, პირველად 2007 წელს, სიდნეიში ჩატარდა.

წლების განმავლობაში „დედამიწის საათი" მსოფლიოს უდიდეს გარემოსდაცვით მოძრაობაში გადაიზარდა. 2017 წელს, „დედამიწის საათის" გლობალური თემა კლიმატის ცვლილებაა.

გარემოსდაცვით უწყებაში აცხადებენ,რომ „დედამიწის საათის" მთავარი მიზანია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაარწმუნოს და შთააგონოს ადამიანები, ბიზნეს-ასოციაციები და მთავრობები, რომ კლიმატის ცვლილება საკუთარი დღის წესრიგის პრიორიტეტებში დააყენონ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×