თებერვლის ბოლოს, სენაკში დაკარგული 8 წლის ბავშვის ცხედარი მდინარე ტეხურაში იპოვეს.ადგილზე ექსპერტები მუშაობენ, ცხედარს პროზექტურაში გადაასვენებენ.
სენაკის გამგებლის, გოჩა დგებუაძის თქმით, ბავშვი დღეს დილით მდინარემ გამორიყა. ამ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოშიც ადასტურებენ.
23 თებერვალს სენაკში დაკარგული 8 წლის მოზარდის საქმეზე, ერთი პირია დაკავებული. გამოძიება მას სსკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფის დაუხმარებლობას გულისხმობს.
სენაკის სასამართლომ დაკავებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა 2 მარტს შეუფარდა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
დაკავებულის განმარტებით, მოზარდი ჯართის შეგროვების დროს წყალში ჩავარდა, თუმცა, მან დახმარება ვერ შეძლო, რადგან ცურვა არ იცის. ფაქტი კი იმიტომ დამალა, რომ შეეშინდა. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს.