ჯანდაცვის რეფორმის შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა, რომელსაც „Obamacare"-ის სამედიცინო დაზღვევის პროგრამა უნდა ჩაენაცვლებინა, ბოლო წუთში გაუქმდა. ინფორმაციას „The Washington Post"-ი ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანონპროექტი მას შემდეგ გაიწვია, რაც „რესპუბლიკელებისგან" საჭირო მხარდაჭერა ვერ მიიღო.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახალი კანონპროექტის მომზადებას დიდი დრო არ დასჭირდება. მას იმედი აქვს,რომ ახალ კანონპროექტს მხარს არა მხოლოდ „რესპუბლიკელები", არამედ „დემოკრატებიც" დაუჭერენ.
„შემიძლია გითხრათ, თუ რა მოჰყვება ამას - გაცილებით უკეთესი კანონი", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
კენჭისყრის დაწყებამდე, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, პოლ რაიანმა განაცხადა, რომ ის და ტრამპი კენჭისყრის გაუქმებაზე მას შემდეგ შეთანხმდნენ,რაც აშკარა გახდა, რომ კანონპროექტი კონგრესმენების ხმების საჭირო მინიმუმს, 215 ხმას ვერ მიიღებდა.