რეზონანსი
25.03.2017

 თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, სამოქალაქო სექტორის ორგანიზებით, საგზაო უსაფრთხოების აქცია გაიმართა, რომელიც აღმაშენებლის ხეივანზე მომხდარ ავტოავარიას ეხმაურებოდა. აქციის მონაწილეები საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებას ითხოვენ.

შეკრებილმა მოქალაქეებმა პარლამენტის წინ, მიცვალებულის „სასახლე" განათავსავეს იმის სადემონსტრაციოდ, რომ საქართველოს გზებზე ყოველწლიურად, 600 ადამიანი იღუპება და 9000-ზე მეტი სხვადასხვა სიმძიმის ტრავმას იღებს.

საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონის გამკაცრებას არასამთავრობო სექტორი რამდენიმე წელია ითხოვს. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში შესულია და ის დეპუტატებმა პირველი მოსმენით განიხილეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×