რეზონანსი
25.03.2017

 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოსახლეობამ და „პარტიზანმა მებაღეებმა" აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები ადგილზე ოთხი 20-სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. ისინი ამბობენ, რომ სამშენებლო კომპანია „ემ კვადრატი" კორპუსებთან ერთად, 400-ადგილიანი პარკინგის მოწყობას გეგმავს.

მოსახლეობა ქალაქის საკრებულოს სთხოვს,რომ კომპანიას ალტერნატიული ფართი გამოუყოს, სადაც აღნიშნულ კორპუსებს ააშენებენ. აქციის მონაწილეები ითხოვენ,რომ ადგილს რეკრეაციული ზონის სტატუსი დაუბრუნონ. კომპანიაში „ემ კვადრატი" განაცხადეს, რომ მშენებლობა კანონის სრული დაცვით დაიგეგმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×