რეზონანსი
25.03.2017

 კასპის მუნიციპალიტეტში 20-21 მარტს ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზიანი დაითვალეს. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარების მიზნით შექმნილი ჯგუფის ცნობით, ქარისგან მიყენებული ზიანი 6 130 ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას „qartli.ge" ავრცელებს.

20 და 21 მარტს სოფელ ლამისყანაში, ძლიერმა ქარმა ორ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. კასპში ქარის შედეგად ერთი სახლი დაზიანდა.

კასპის გამგებლის, გოჩა გოჩიტაშვილის თქმით, ზიანის აღმოსაფხვრელად, მუნიციპალიტეტის გამგეობამ სამშენებლო მასალების შეძენა გადაწყვიტა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×