რეზონანსი
26.03.2017

 საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „რუსთავი 2"-ის წილების საკითხს „ფეისბუქ" გვერდზე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ტელევიზიები უნდა მართონ ჟურნალისტებმა და იმ ადამიანებმა, ვინც ქმნის ტელეპეოდუქციას.

„ფბზე ვადევნებ თვალს რუსთავი 2ის მართვაზე მიმდინარე დებატებს. პირველ რიგში, მე ვარ თითოეული რუსთავიორელის გულშემატკივარი. აღფრთოვანებული ვარ მათი გამბედაობით და პატრიოტიზმით.

მიმაჩნია, რომ ნიკა გვარამიას როლი ტელევიზიისთვის ურთულეს პერიოდში, პირადი საფრთხის ფასად ,იყო ძალიან მნიშვნელოვანი.მან არაერთხელ დაამტკიცა თავისი,როგორც ხელმძღვანელის ეფექტურობა და ის,რომ მას,როგორც მენეჯერს დიდი სარგებელის მოტანა შეუძლია. ძმები ყარამანიშვილები მაგრად დაუდგნენ ივანიშვილს და არ წავიდნენ არანაირ გარიგებაზე, მიუხედავად დიდი ზეწოლისა.

თუ როგორ და რა ფორმით უნდა მოხდეს შეთავაზების რეალიზება, ამას მენეჯმენტი, კოლექტივი და მფლობელები, დიდი იმედი მაქვს, ერთმანეთთან დიალოგის გზით გადაწყვეტენ და ერთობლივი ქმედებებით განავითარებენ საქართველოში დარჩენილ ბოლო დემოკრატიულ ინსტიტუტს - რუსთავი 2ს ,"- განაცხადა სააკაშვილმა

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×