რეზონანსი
26.03.2017

 „თანამშრომლების მოსაზრებითა და გადაწყვეტილებით წილების გადაცემის პროცესში უშუალოდ ყველა თანამშრომელი ვერ იქნება ჩართული და უნდა შეიქმნას შპს „რუსთავი 2 ჩემია", - ამის შესახებ ტელეკომპანიამ განაცხადა.

მათივე თქმით, კოლექტივმა ტელეკომპანიის ყველა დეპარტამენტიდან აირჩია წარმომადგენელი აღნიშნულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, მათ შორის ყველაზე დიდია ჟურნალისტების ჯგუფი. ტელეკომპანიის ინფორმაციით, კოლექტივის შეხვედრაზე კომპანიის მფლობელების მიერ შემოთავაზებული წინადადება განიხილეს.

ძმები ყარამანიშვილები მზად არიან, „რუსთავი 2"-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი "საქართველოს" წილის 51% კოლექტივს გადასცენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×