რეზონანსი
26.03.2017

 ევროპასთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მოსამზადებელი სამუშაოები დღეს დილიდან დაიწყო.

საზეიმო განწყობისთვის, მგზავრთა სარეგისტრაციო მაგიდებზე ყვავილებისა და დროშების განთავსებაცაა დაგეგმილი.

28 მარტს საქართველოს პრემიერი, მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან, წარმატებულ სტუდენტებთან, დევნილ ბავშვებთან და ჟურნალისტებთან ერთად, ევროპის მიმართულებით სწორედ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან გაემგზავრება.

უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ 28 მარტს ფრენები ბუდაპეშტის, სალონიკის, ლარნაკას და ვარშავის მიმართულებით განხორციელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×