რეზონანსი
26.03.2017

 ძმები ყარამანიშვილების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ისინი ხვალიდან თანამშრომლებთან შეხვედრას იწყებენ. ყარამანიშვილების თქმით, ძალაში რჩება მათი შეთავაზება "რუსთავი 2"-ის აქციათა 51%-ის წილის მფლობელი ტელეკომპანია "საქართველოს" აქციების საკონტროლო პაკეტი თანამშრომლებს გადაეცეთ.

"სამწუხაროა, რომ ჩვენი გუშინდელი განცხადება, რომელიც 15:25-ზე გავრცელდა, პრაქტიკულად არ გაშუქებულა (მშრალად გავიდა 6 საათიანი კურიერის შუაში, თემის გაუშლელად, და საერთოდ არ გაშუქებულა 9 საათიან კურიერში). ეს იმ ფონზე, როცა გენერალური დირექტორის მიერ მოწვეულ თათბირს ამხელა დრო დაეთმო ეთერში. ჩვენი განცხადება რომ გაშუქებულიყო, საზოგადოება და ჩვენი კოლექტივი ბევრ უხერხულობას აცდებოდა (პირველ რიგში, ზემოხსენებული თათბირის კონტექსტში). ამიტომ, ხელახლა, უცვლელად ვავრცელებთ ჩვენს გუშინდელ განცხადებას (სადაც ხაზს ვუსვამთ, რომ არანარი შუამავალი შპს-ს მონაწილეობა არ განიხილება) და ხვალიდან გადავდივართ კოლექტივთან პირდაპირი კონსულტაციების რეჟიმში,"-ნათქვამის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×