ძალოვანებმა მინსკში ასობით ადამიანი დააკავეს, რომლებიც დამოუკიდებლობის დღეს აქციაზე გამოვიდნენ.
„რია ნოვოსტის" ცნობით, 500-მდე ადამიანი ცდილობდა „ბელორუსიის მეცნიერებათა აკადემიაში" შეღწევას, თუმცა ისინი პოლიციამ შეაკავა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის სულ მცირე 150 მედიის წარმომადგენელია.
დამოუკიდებლობის დღეს აქციის ჩატარება ბელორუსის ხელისუფლებამ წინასწარ აკრძალა. საორგანიზაციო კომიტეტს მოთხოვნაზე, მსვლელობის ჩატარების შესახებ, უარი ეთქვა.
პოლიციელების თქმით, პროტესტის მონაწილეებს მოუწოდეს დაშლილიყვნენ, მაგრამ არ გაითვალისწინეს და პოლიციმ მათი დაკავება დაიწყო.
აქციის მონაწილეების ნაწილი განკარგულებას აპროტესტებდა, რომელსაც ხელი 2015 წელს პრეზიდენტ ლუკაშენკომ მოაწერა. განკარგულების მიხედვით, შრომისუნარიანი მოქალაქეები, რომლებიც არ მუშაობენ და არ იხდიან გადასახადებს, წელიწადში ჯარიმის სახით 200 $ გადაიხდიან.