რეზონანსი
26.03.2017

 რუსეთში გამართულ აქციაზე პოლიციამ ათობით მომიტინგე დააკავა, მათ შორის ოპოზიციის ლიდერი ალექსი ნავალნი. მომიტინგეები კორუფციის შეჩერებასა და პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის გადადგომას ითხოვდნენ.

უცხოური მედიასაშუალებების ინფორმაციით, დაკავებისას პოლიციამ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მათი თქმით, აღნიშნული აქცია ყველაზე მაშტაბური იყო, თუ არ ჩავთვლით 2011/12 წლების ხელისუფლების საწინააღმდეგო გამოსვლებს.

მოსკოვის გარდა, ხელისუფლების საწინააღმდეგო აქცია რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ჩატარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×