რეზონანსი
27.03.2017

 უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, პირველი ავიარეისი საქართველოდან პოლონეთში შესრულდება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურის ინფორმაციით, 28 მარტს შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან პოლონეთის მიმართულებით ფრენა, 04:55 საათზეა დაგეგმილი.

შემდეგი ფრენა ათენის მიმართულებით, 05:15 საათზე იქნება, რომლითაც საქართველოს პრემიერმინისტრი ახალგაზრდებთან, მეცნიერებთან და ჟურნალისტებთან ერთად იმგზავრებს.

მესამე პირდაპირი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიუნხენის მიმართულებით, 05:35 საათზე შედგება.

რაც შეეხება ქუთაისის, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან დაგეგმილ ავიარეისებს, ბუდაპეშტის მიმართულებით რეისი 05:45 საათზე შესრულდება, ასევე, ქუთაისიდან სალონიკის მიმართულებით ფრენა 06:00 საათზეა დაგეგმილი.

ხვალიდან საქართველოს მოქალაქეები ევროპაში მოგზაურობას ვიზის გარეშე შეძლებენ.

ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ გადაადგილების უფლება ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანაში ექნებათ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×