რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფლავში მცხოვრები, კახაბერ ქისიშვილი ბოლო სამი კვირის განმავლობაში, უკვე მეორედ დააკავეს. საქართველოს მოქალაქე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ ოტრევიდან,სასაფლაოდან გაიტაცეს.
ოკუპანტების მიერ ქისიშვილის დაკავების შესახებ, მისმა ოჯახის წევრებმა გვიან ღამით შეიტყვეს. დაკავებული ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი და სავარაუდოდ, ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ.
კახაბერ ქისიშვილი პირველად, 1 მარტს გაიტაცეს. მაშინ მის გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით წარიმართა.
40 წლის კახაბერ ქისიშვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ის დედასთან ერთად ცხოვრობს. ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია და ჯარიმის გადახდის საშუალება არ აქვს.