რეზონანსი
27.03.2017

 სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები, აშშ-ის საელჩოს შენობასთან შეიკრიბნენ.ისინი ხელისუფლებასთან შეუამდგომლობას აშშ-ის ელჩისგან მოითხოვენ და აცხადებენ, რომ პროტესტს ზარალის სრულ ანაზღაურებამდე გააგრძელებენ.

აქციის მონაწილეები აშშ-ის საელჩოსთან ინგლისურენოვანი ლოზუნგებით და ხელბორკილებით მივიდნენ. დაზარალებულების თქმით, საკრებულოს დეპუტატმა რიმა ბერაძემ მათ განუცხადა, რომ თუ აქციებს არ შეწყვეტენ, საკრებულოსგან დაპირებულ 3000 ლარსაც ვეღარ მიიღებენ.

ხანძრის შედეგად, სავაჭრო ცენტრი „ბავშვთა სამყარო" 30 იანვარს დაიწვა. მეწარმეების პროდუქცია ფაქტობრივად სრულად განადგურდა. მოვაჭრეებმა ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, რამდენიმე საპროტესტო აქცია მოაწყვეს.

დაზარალებულები საკრებულოს მიერ შეთავაზებულ 3000-ლარიან კომპენსაციას არ თანხმდებიან და ისევ შიმშილობენ. ისინი 5000 ლარის ოდენობის კომპენსაციას ითხოვენ. აქციის მონაწილეებს ასევე პრემიერმინისტრთან შეხვედრა და საბანკო ვალდებულებების შეჩერება სურთ.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×