იაპონიის კურორტ ნასუში, ზვავის შედეგად 8 სკოლის მოსწავლე დაიღუპა და 30-მდე დაშავდა. უბედური შემთხვევა ადგილობრივი დროით, დაახლოებით 9:20 წუთზე მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას, „The Guardian"-ი ავრცელებს.
ადგილზე მობილიზებულია სპეციალური სამაშველო ჯგუფები. ბავშვების სიკვდილი ჯერ არ დადასტურებულა, რადგან იაპონიის კანონმდებლობით, სიკვდილი ექიმმა უნდა დაადასტუროს და არა მაშველმა.
იაპონიის პრემიერმინისტრმა, შინზო აბემ განაცხადა,რომ სამაშველო სამსახურის ეფექტური მუშაობა მთავრობამ უნდა უზრუნველყოს.
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს მონაცემებით, ზვავი უხვმა ნალექმა და შემდეგ ამინდის დათბობამ გამოიწვია. სინოპტიკოსების ინფორმაციით, გვიან ღამით ინტენსიური თოვის შემდეგ, დილის 9 საათისთვის თოვლის საფარმა 30 სანტიმეტრით მოიმატა.
აღსანიშნავია,რომ კურორტზე სათხილამურო სეზონი 20 მარტს დასრულდა. სამთო კურორტი ნასუ, ტოკიოდან 93 მილით არის დაშორებული.