რეზონანსი
27.03.2017

 იაპონიაში, სამთო კურორტ ნასუზე მომხდარ უბედურ შემთხვევას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება. ირაკლი კობახიძე ბავშვების გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ახლობლებს უსამძიმრებს.

„ტრაგედია განსაკუთრებით მტკივნეულია, როდესაც მისი მსხვერპლი ბავშვები არიან. თანავუგრძნობ ჩვენს იაპონელ მეგობრებს, დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ" , - ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში.

იაპონიის კურორტ ნასუში, ზვავის შედეგად 8 სკოლის მოსწავლე დაიღუპა და 30-მდე დაშავდა.იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს მონაცემებით, ზვავი უხვმა ნალექმა და შემდეგ ამინდის დათბობამ გამოიწვია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×