რეზონანსი
27.03.2017

 შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვ.ს. თბილისში, სერგო ჯიქიას ქუჩაზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „BLOW MINI MOD 2003"-ის მოდელის არარეგისტრირებული პისტოლეტი ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×