რეზონანსი
27.03.2017

 22 მარტს აღმაშენებლის ხეივანზე მომხდარ ავტოავარიაში მონაწილე მძღოლს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შესახებ, სრულად გაიზიარა.

ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ თორნიკე ტუღუში დანაშაულს აღიარებს, ნანობს მომხდარს და თავად მისი სურვილია,რომ დარჩეს პატიმრობაში.

უბედური შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი გოგონა გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, დედა-შვილი გაჩერებაზე იდგა, როცა „BMW"-ს მარკის ავტომობილი ჯერ განათების ბოძს, შემდეგ კი მათ დაეჯახა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმ პირის მიერ, რომელიც მართავდა მანქანას და რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×