ლატვიის პრეზიდენტი,საქართველოს მეუღლესთან ერთად ეწვია.რაიმონდს ვეიონისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლეთან ერთად, შინაგან საქმეთა მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დახვდნენ.
საქართველოში პრეზიდენტის რანგში, ეს ვეიონისის პირველი ვიზიტია. რაიმონდს ვეიონისი საქართველოში სამი დღით დარჩება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა ვიზიტის მნიშვნელობა შეაფასა და განაცხადა, რომ ვიზიტი კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას.
„ძალიან მნიშვნელოვანია ლატვიის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდება.ლატვია საქართველოს ყოველთვის მხარს უჭერს ყველა საერთაშორისო ფორუმზე. ორი ქვეყნის პრეზიდენტი ამ ვიზიტის ფარგლებში გააფორმებს მემორანდუმებს როგორც საზღვრის დაცვის სფეროში, ასევე საინვესტიციო კუთხით" , - განაცხადა აბაშიშვილმა.
ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ხვალ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.
სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან. ასევე, დაგეგმილია ორი ქვეყნის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია და ორმხრივ დოკუმენტებზე ხელმოწერა.
რაიმონდს ვეიონისი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან სამუშაო სადილს გამართავს.
28 მარტს საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტები საქართველო-ლატვიის ამხანაგურ საფეხბურთო მატჩს დაესწრებიან.
სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, 29 მარტს საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტები ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზს მოინახულებენ. ამის შემდეგ გიორგი მარგველაშვილი და ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ყვარელს ეწვევიან და ლატვიურ საინვესტიციო პროექტს გახსნიან.