რეზონანსი
27.03.2017

 გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს „წითელ ნუსხაში" შეტანილ დაცულ სახეობაზე, არჩვზე ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეკარში, მოქალაქე მამუკა ვაჭარაძემ, მასზე რეგისტრირებული სანადირო თოფით, არჩვის სახეობა „Rupicapra rupicapra" მოკლა. ეს სახეობა გადაშენების პირას მყოფ ცხოველთა სიაშია შეყვანილი. მამუკა ვაჭარაძესა და მის თანმხლებს, ანდრო გელენიძეს სანადირო თოფები ჩამოერთვათ.

გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობამ 30 000 ლარი შეადგინა. საქმის მასალები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაღდათის რაიონულ სამმართველოს გადაეგზავნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×