ბულგარეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგები ცნობილია. პირველადი შედეგებით, არჩევნებში პროდასავლურმა პოლიტიკურმა ძალამ, პარტიამ „ბულგარეთის მოქალაქეები ევროპული განვითარებისთვის" გაიმარჯვა,რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს.
ბოიკო ბორისოვის პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 33,2 % მიიღო, მისმა მთავარმა კონკურენტმა, პრორუსული ორიენტაციის „სოციალისტებმა" კი 28,4%-იანი მხარდაჭერა მოიპოვეს. „ინტეგრირებულ პატრიოტთა კოალიციამ" 8,8 % მიიღო.
გერმანული გამოცემა „შპიგელის" ინფორმაციით, „სოციალისტები" მოსახლეობას ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გახანგრძლივებას ჰპირდებოდნენ. უცხოური მედიის ინფორმაციით, მმართველი უმრავლესობის მისაღწევად ორივე პარტიას კოალიციური პარტნიორი დასჭირდება.
კენჭისყრის საბოლოო შედეგები 30 მარტს გამოცხადდება.