რეზონანსი
28.03.2017

 უვიზო რეჟიმის ძალაში შესვლიდან პირველი ავიარეისი, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან 05:45 წუთზე, ბუდაპეშტის მიმართულებით, მეორე რეისი კი 6:00 სთ-ზე, სალონიკის მიმართულებით შესრულდა.

დღის განმავლობაში კიდევ ორი რეისი 12:35 სთ-ზე ლარნაკას, ხოლო 21:55 სთ-ზე ვარშავას მიმართულებით შესრულდება. მგზავრთა ნაკადის ზრდის გამო, ქუთაისის აეროპორტის გაფართოება იგეგმება.

უვიზო მიმოსვლა ძალაში 28 მარტის დადგომისთანავე შევიდა. გამგზავრებამდე საქართველოს მოქალაქეებს მესაზღვრეები კიდევ ერთხელ უხსნიან, რა საბუთების წარდგენა ევალებათ ევროპის საზღვარზე.

აეროპორტების გაერთიანებას მგზავრებისთვის სიახლე ჰქონდა. მგზავრებს შეეძლოთ აერჩიათ სპეციალური კონვერტი, რომელშიც უფასო ბილეთი იყო. უფასო ბილეთი მარიამ ყაულაშვილმა მიიღო. ის ერთი წლის განმავლობაში, ლარნაკას მიმართულებით უფასოდ იფრენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×