რეზონანსი
28.03.2017

 ევროკომისარი ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, იოჰანეს ჰანი საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას ულოცავს.

„გულწრფელად ვულოცავ საქართველოს და მის ყველა მოქალაქეს უვიზო მიმოსვლას, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა. ისიამოვნეთ ევროპით" , - წერს ევროკომისარი „Twitter"-ის საკუთარ გვერდზე.

საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას, ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტეც ულოცავს. ვიდეომიმართვა ლიტვაში საქართველოს საელჩომ გაავრცელა.

დალია გრიბაუსკატე აღნიშნავს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ვიდეომიმართვაში ლიტვის პრეზიდენტი, საქართველოს ქართულადაც მიმართავს და ამბობს: „ჩვენ ვამაყობთ თქვენი წარმატებით".

უვიზო მიმოსვლა 28 მარტის დადგომისთანავე შევიდა ძალაში. პირველ მგზავრთა შორის, ვინც უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ევროპაში გაემგზავრა, საქართველოს პრემიერმინისტრი იყო. გიორგი კვირიკაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, სტუდენტებთან, მეცნიერებთან, მედიის წარმომადგენლებთან და მთავრობის წევრებთან ერთად ათენში გაემგზავრა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×