შსს-მ ნაფარეულში მომხდარი მკვლელობა, ცხელ კვალზე გახსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,მკვლელობა თელავის რაიონში, სოფელ ნაფარეულში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
თანასოფლელს, 1989 წელს დაბადებულ პირს სანადირო თოფიდან 2-ჯერ ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შსს-ს ცნობით, დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა 1995 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე, სოფელ კონდოლში დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - არარეგისტრირებული სანადირო თოფი, შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.