რეზონანსი
28.03.2017

 ავსტრიაში მსოფლიო ზამთრის ოლიმპიადა გაიმართა,რომელშიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდები მონაწილეობდნენ.

წელს პირველად, მასში მონაწილეობა საქართველოს სპეციალიზირებული სკოლების წარმომადგენლებმაც მიიღეს და სხვადასხვა საპრიზო ადგილი დაიკავეს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის მე-200 სპეცსკოლის წარმომადგენლებმა, წარმატებას მიაღწიეს.

ანი ნოდიამ ციგურებით სრიალში მეექვსე ადგილი, ხოლო მარიამ ოქროპირიძემ ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. მოზარდები ყინულზე პირველად, ერთი წლის დადგნენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×