რეზონანსი
28.03.2017

 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემის კონსტიტუციურობაზე მსჯელობს. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ არსებული საარჩევნო სისტემით, საპარლამენტო მანდატები ამომრჩევლების ხმების ადეკვატურად არ ნაწილდება.

„თუ სარჩელი დაკმაყოფილდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მაქსიმალურად იქნება მიახლოებული მანდატების რაოდენობა ხმების რაოდენობასთან. პროცენტულობის პროპორცია უნდა იყოს დაცული" , - განაცხადა საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტმა, ვახუშტი მენაბდემ.

კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე მიიჩნევს,რომ მოქმედი საარჩევნო სისტემა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ნორმებს, რადგან მანდატები არაპროპორციულად ნაწილდება. მისი თქმით, პარტიები იმაზე მეტ მანდატს იღებენ, რაც მათ მიღებული ხმებით ეკუთვნით.

ვახუშტი მენაბდის განცხადებით, ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ამ ნორმით რომ არ ეხელმძღვანელათ,მმართველ გუნდს კონსტიტუციური უმრავლესობა არ ექნებოდა .

„დღეს გვაქვს, რომ 49 პროცენტის მხადაჭერის პირობებში 80 პროცენტამდე მანდატები აქვს პარტიას, ეს იქნება გამორიცხული", - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×