თავდაცვის სამინისტროში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის შესახებ, პირველი სემინარი გაიმართა.არსებითი პაკეტის დოკუმენტით გათვალისწინებულ მიმართულებებზე, ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან 80-მდე ექსპერტი, სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, 3 დღის განმავლობაში იმსჯელებს.
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი 2014 წელს მიიღეს. მთავარი მიმართულებებია: შესყიდვები, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი, საჰაერო თავდაცვა, საზღვაო უსაფრთხოება, სტრატეგიული კომუნიკაციები, კიბერუსაფრთხოება, სპეციალური ოპერაციების ძალები და კრიზისების მართვა.
სემინარი თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საქართველოში ბულგარეთის ელჩმა და ნატოს შტაბ-ბინის წარმომადგენელმა გახსნეს. სემინარი ნატოსა და საქართველოს მიერ ერთობლივად დაიგეგმა. მის ორგანიზებაში ჩართულია ბულგარეთის საელჩოც.