რეზონანსი
28.03.2017

 საქართველოს და ლატვიის შს მინისტრებმა, სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაში, ცვლილებების ოქმს ხელი მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

ამ ცვლილებებით, ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობა მრავალმხრივი და მასშტაბური ხდება. შეთანხმება მიგრაციის სფეროსაც მოიცავს. ცვლილებების ოქმი არალეგალური იმიგრანტების გამოვლენის, განთავსებისა და გაძევების სფეროში გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

შეთანხმებაში შეტანილი ცვლილება ასევე ითვალისწინებს ტრენინგების ჩატარებას როგორც მესაზღვრეების, ასევე შსს-ს სხვა მოსამსახურეების პროფესიული დონის ამაღლების მიზნით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×