რეზონანსი
28.03.2017

 ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი და უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მრჩეველი, ანდერს ფოგ რასმუსენი, საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას ეხმაურება.

„დღეიდან საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ. მათ მალე უკრაინაც შეუერთდება, რაც მთავრობის ეფექტური რეფორმების შედეგია", - წერს რასმუსენი „Twitter"-ის საკუთარ გვერდზე.

ანდერს ფოგ რასმუსენი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის პოსტს, 2014 წლის აგვისტომდე იკავებდა. უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად მის დანიშვნას,მოსკოვში გამოხმაურებები მოჰყვა.

რუსი დეპუტატები ამ ნაბიჯს მტრულ ჟესტად აღიქვამენ და აცხადებენ, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს დიდი შვიდეულის ლიდერები კარნახობენ, რომლებსაც სურთ, უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ პლაცდარმად გამოიყენონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×