რეზონანსი
28.03.2017

 აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებმა, კანცელარიასთან აქცია გამართეს. ისინი იმ 10 ბენეფიციარის მდგომარეობას აპროტესტებენ, რომლებიც სარეაბილიტაციო პროგრამაში ვერ მოხვდნენ. აქციის მონაწილე მშობლები აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის პროგრამისთვის ბიუჯეტის გაზრდას ითხოვენ.

მშობლების თქმით, მერიიდან განმარტება მიიღეს, რომ სარეაბილიტაციო კურსით მხოლოდ ის ბავშვები ისარგებლებენ, რომლებიც თბილისში არიან ჩაწერილები. შესაბამისად, რეგიონიდან გადმოწერილებს, პროგრამა ვერ დაეხმარება.

დადგენილება, რომელიც პროტესტის საფუძველი გახდა, თბილისის საკრებულომ 2015 წლის 29 დეკემბერს მიიღო. დადგენილების მიხედვით,პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ 2-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც 2015 წლის 1 ივლისის მდგომარეობით და ქვეპროგრამაში ჩართვის მომენტისთვის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებულები.

მშობლების განცხადებით, მათ საქმის დეტალების შესახებ ინფორმაცია პრემიერის აპარატს და საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი ალიბეგაშვილსაც მიაწოდეს.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×