რეზონანსი
28.03.2017

 ევროკავშირის სივრცეში, პირველი ქართველი უვიზო მგზავრები ვარშავაში, ბუდაპეშტში, სალონიკსა და ლარნაკაში მიიღეს. საგარეო საქმეთა მინისტრის პირადი ინიციატივით, ოთხივე ქვეყანაში ჩასულ ერთ-ერთ პირველ ქართველ მგზავრებს, კონსულები დახვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

უნგრეთში, კონსულის მოვალეობის შემსრულებლის, ბექა მაკარიძის განმარტებით, უნგრელი მესაზღვრეები საქართველოს მოქალაქეების მიმართ განსაკუთრებული კეთილგანწყობით გამოირჩეოდნენ.

პოლონეთში, საქართველოს კონსულის მოვალეობის შემსრულებლის, ქეთევან ესიაშვილის განმარტებით კი, საქართველოს არც ერთ მოქალაქეს საზღვრის კვეთის პროცესში არანაირი პრობლემა არ შექმნია.

„პოლონეთში ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს, აეროპორტში პირადად დავხვდი და გავესაუბრე. ყველა მათგანმა დაბრკოლების გარეშე გადალახა საზღვარი" , - განაცხადა ქეთევან ესიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×