რეზონანსი
28.03.2017

 „სადახლოს" და ,,სარფის" გამშვებ პუნქტებზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.

ოქროს საერთო წონა 143,45 გრამი იყო. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულება კი 8,857.46 ლარი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, კანონდამრღვევი მოქალაქეები 8,857.46 ლარით დაჯარიმდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×