რეზონანსი
28.03.2017

 საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და კოლუმბიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი სპორტის მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.

პირველ ეტაპზე კოლუმბიის მორაგბეთა ორი ასაკობრივი ნაკრები, მომზადებას საქართველოში გაივლის. თანამშრომლობის მომდევნო ეტაპი სპორტის სხვა სახეობებში სპორტსმენთა და მწვრთნელთა მომზადებას ითვალისწინებს.

„უცხოელების ასეთი დაინტერესება და სურვილი, სპორტსმენებმა საქართველოში გაიარონ მომზადება, იმის აღიარებაა, რომ საქართველოს ხელისუფლება სპორტის განვითარების მიმართულებით სწორ რეფორმებს ატარებს" , - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×