რეზონანსი
28.03.2017

 გარემოს ეროვნული სააგენტო კვირის განმავლობაში მოსალოდნელ ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, 27 - 28 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +8, +13, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +12, +17 გრადუსი იქნება.

29 - 31 მარტს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და დასავლეთ საქართველოს დაბლობში +16, +21, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +13, +18 გრადუსი იქნება.

1 - 2 აპრილს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×