რეზონანსი
29.03.2017

 თბილისის საქალაქო სასამართლოში „ცენტრპოინტის" მთავარი საქმის განხილვა დასრულდა. მოსამართლე სათათბირო ოთახში გავიდა და განაჩენს 31 მარტს გამოაცხადებს.

საქმე ეხება სამშენებლო კომპანია „ცენტრპოინტის" პირველ საქმეს, რომელშიც 12 ობიექტზეა საუბარი. ამ საქმეში მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს, 250000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.

პროკურორის განცხადებით, მაია რჩეულიშვილმა გირაოს ღონისძიების პირობა დაარღვია და საგამოძიებო უწყებამ მისთვის ქონების ჩამორთმევა ამიტომ მოითხოვა .პროკურატურის ინფორმაციით, მან მენაშენეთა თანხები მიითვისა.

იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, ბრალდებულებს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×