რეზონანსი
29.03.2017

 სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს" ხანძრისგან დაზარალებულებმა, თბილისის მთავარ პროკურატურასთან აქცია გამართეს. ისინი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ.

აქციის რამდენიმე მონაწილემ ხელები ბორკილებით დაიბა. აქციაზე იმყოფება დაზარალებულთა უფლებადამცველი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი.

ხანძრით დაზარალებულებმა რამდენიმე აქცია მთავრობის კანცელარიის წინ გამართეს. ისინი რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთანაც შეიკრიბნენ და აშშ-ის ელჩისგან ხელისუფლებასთან შუამდგომლობა მოითხოვეს.

24 მარტს,თბილისის საკრებულომ „ბავშვთა სამყაროს" ხანძრით დაზარალებულებს, ერთჯერადი კომპენსაციის სახით, 3 000 ლარი შესთავაზა. მოვაჭრეებმა ამ თანხაზე უარი თქვეს. ისინი საწყის ეტაპზე 5000 ლარს, მოგვიანებით კი ზარალის სრულად ანაზღაურებას ითხოვენ.

დაზარალებულების რამდენიმე წარმომადგენელს და მათ უფლებადაცმველებს პროკურატურის წარმომადგენელი ესაუბრა. შეხვედრა დაახლოებით ერთ საათის განმავლობაში, დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა.

შეხვედრის შემდეგ იურისტებმა განაცხადეს, რომ პროკურატურის წარმომადგენლის მხრიდან, უახლოეს პერიოდში ობიექტური და სამართლიანი გამოძიების ჩატარებასა და გამოძიების დასრულებაზე დაპირება მიიღეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×