რეზონანსი
29.03.2017

 იტალიის სახელმწიფო საბჭომ, აზერბაიჯანული გაზის მისაღებად, მილსადენ „TAP"-ის მშენებლობა დაიწყო. იტალიის ხელისუფლებამ, ტრანს-ადრიატიკული გაზსადენის, „TAP" -ის მშენებლობის ნებართვა, 27 მარტს გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას, აზერბაიჯანული გამოცემა „minval.az"-ი ავრცელებს.

ამ გადაწყვეტილებას, იტალიის აპულიის პროვინციაში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები მოჰყვა. რუსული სააგენტო „რია"-ს ინფორმაციით, პოტესტის მიზეზი, მილსადენის პროექტის გარემოს დაცვის კანონმდებლობასთან შეუსაბამობა იყო.

სახელმწიფო საბჭო სპეციალური კომისიის დასკვნებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, პროექტი გარემოს უსაფრთხოების ნორმებს შეესაბამება. ხელისუფლების თქმით, ასევე სწორად არის შერჩეული ადგილი, სადაც გაზსადენი უნდა აშენდეს, ეს არის ქალაქ მელენდუგნოს სანაპირო.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, იტალიის სახელმწიფო საბჭოს, რომელიც მეთვალყურეობას უწევს ადმინისტრაციულ და სამართლებრივ საკითხებს, შეუძლია არ გაითვალისწინოს ადგილობრივი ხელისუფლების აზრი და „მწვანე შუქი" აუნთოს გაზსადენ „TAP"-ის მშენებლობას, რომლითაც იტალიაში აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი შემოვა.

გაზსადენის სიგრძე 520 კილომეტრი იქნება და საბერძნეთის, ალბანეთის, ადრიატიკის ზღვის და იტალიის ტერიტორიაზე გაივლის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×