რეზონანსი
29.03.2017

 საქართველოს სახალხო დამცველმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით წინადადებით მიმართა. ომბუდსმენის შეთავაზება „სტამბოლის კონვენციით" აღებული ვალდებულებების შესრულებას ეხება და სექსუალური შევიწროების კანონმდებლობით დარეგულირებას ითხოვს.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, წინადადების მომზადების საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ სექსუალური შევიწროება, როგორც სამუშაოს შესრულებისას, ისე საჯარო სივრცეში, საკანონმდებლო რეგულირების მიღმაა დარჩენილი.

სახალხო დამცველი სექსუალური შევიწროების შესახებ ქმედითი ჩანაწერის გაჩენას ითხოვს ისეთ საკანონმდებლო აქტებში, როგორებიცაა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×