რეზონანსი
30.03.2017

 საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 39-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მათი ინფორმაციით, პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში - უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები განიხილეს, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებით იმსჯელეს.

„განხილულ იქნა ასევე რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ ს-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების დამატებითი კომპლექსების შეტანა აფხაზეთის რეგიონში, ინტენსიური მილიტარიზაცია და სამხედრო წვრთნები ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რაც სრულად ეწინააღმდეგება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. გაგრძელდა მუშაობა უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედების პრინციპზე რუსეთის ფედერაციასთან შესათანხმებლად,"-ნათქვამია განცხადებაში

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2017 წლის 20-21 ივნისს გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×